პროექტი "შემოდგომა საქართველოში"






                                                 სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: „ შემოდგომა საქართველოში “
პროექტის  მიზანი: მოსწავლეებს გავაცნოთ საკუთარი ერის ტრადიციები, რაც ყველა თაობისათვის აუცილებელია, რომ არ დაიკარგოს კავშირი წინაპრების მიერ შექმნილ  ფასეულობებთან.
პროექტის აქტუალობა: ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა მამა-პაპამ შემოგვინახა და მოგვიტანა დღემდე, ცოდნა და გაგრძელება სჭირდება. ყველა თაობამ უნდა გაიაზროს მისი მნიშვნელობა და მომავალ თაობას გადასცეს ღირსეულად.
პროექტის მიზნები და ამოცანები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, საშემოდგომო ტრადიციებს და საქმიანობებს, კერძოდ:
1.      შემოდგომა და საშემოდგომო საქმიანობა
2.      ყურძნის დაკრეფა და დაწურვა
3.      საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშები
4.      არყის გამოხდა
5.      რთველი
6.      თათარობა
7.      საშემოდგომო საქმიანობა
8.      სიმინდის მოყვანასთან დაკავშირებული საქმიანობა და ცხოველებზე ზრუნვა.
კლასი:   V-VI  კლასი
 მოსწავლეთა რაოდენობა: 14 მოსწავლე
პროექტის ხანგრძლივობა: 2  კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის და თანამშრომლობის უნარები, მეტყველების კულტურა, შეეჩვევიან აუდიტორიასთან ურთიერთობას.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: პროექტის ფორმატის გაცნობა მოსწავლეებისათვის
აქტივობა 2: პროექტის სცენარის შემუშავება მშობელთა ჩართულობით
აქტივობა 3: კლასის ორგანიზება და დავალებების გადანაწილება. ინფორმაციის მოძიება.
I ჯგუფი „აკიდო“
1.      შემოდგომა
2.      ყურძნის დაკრეფა და დაწურვა
3.      ყურძნის წნეხვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა
4.      ქვევრი და ხელსაწყოები
5.      არყის გამოხდა
II ჯგუფი „ მტევანი“
1.      ვაზის ჯიშები საქართველოში
2.      რთველი კახეთში
3.      თათარობა
4.      ჩურჩხელების ამოვლება
5.      სიმინდის მოყვანასთან დაკავშირებული საქმიანობა
აქტივობა 4: შემოდგომის ფოთლების კოლაჟის შექმნა
აქტივობა 5: მაკეტების შექმნა.
აქტივობა 6: ლექსიკონის შედგენა
აქტივობა 7: ღონისძიება თემაზე: „შემოდგომის  ზეიმია“
სასწავლო რესურსები: სოფლის სახლი, ეზო, არყის სახდელი, საწნახელი, ზვინი, ქვევრი და მარანში გამოსაყენებელი ხელსაწყოები, აცმული ჩურჩხელები, ფურცლები, ფანქრები, ფოთლები, აკვარელი, პლასტელინი, კომპიუტერი.

პროექტის ხელმძღვანელი: მარინე კვინიკაძე


                                              რეფლექსია
2019 წლის 4 ნოემბრიდან 20 ნოემბერის ჩათვლით   ჩავატარე სოციალური პროექტი სახელწოდებით „ შემოდგომა საქართველოში“’ რომელშიც ჩართულები იყვნენ სოფელ კვალითის საჯარო სკოლის  მეხუთე და მეექვსე კლასის 14 მოსწავლე, მათი მშობლები და პედაგოგები.
პროექტის  მიზანი იყო:  მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს კუთხეებს, საშემოდგომო ტრადიციებს, რომელიც მამა-პაპამ შემოგვინახა და საქმიანობებს, რომლებიც შემოდგომასთან არის დაკავშირებული, იმ ხელსაწყო იარაღებს, რაც საშემოდგომო საქმიანობის დროს გამოიყენება.
   პროექტი აქტუალურია, რადგან ახალი თაობა  ნელ ნელა ივიწყებს ძველ ტრადიციებსა და ადათ-ჩვევებს, რაც ჩვენმა მამა-პაპამ დღემდე შემოგვინახა. მიზნის მისაღწევად ვეცადე შემერჩია ისეთი აქტივობები, რომელთა შესრულება პარალელურად ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
   პირველ რიგში, მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და ამოცანები. დავყავი ისინი ორ ჯგუფად,  ერთად შევარჩიეთ ჯგუფის სახელები და გადავუნაწილე ფუნქციები. მოსწავლეებმა ჩამოწერეს ყველა ის საქმიანობა, რაც შემოდგომასთან იყო დაკავშირებული. შემდეგ ჯგუფებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ სრულდება ყველა ეს საქმიანობა, ჩამოწერეს ყველა ის იარაღი და ხელსაწყო, რაც ამ საქმიანობებისთვის გამოიყენება და ისაუბრეს იმ ტრადიციებზე და ადათ-ჩვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს შემოდგომასთან დაკავშირებით. ჯგუფებმა ქართული ენის მასწავლებლის დახმარებით შეადგინეს ლექსიკონი, სადაც ჩამოწერეს ის სიტყვები, რაც შემოდგომის საქმიანობებს უკავშირდება. ( წნეხვა, ონჯარო, საწნახელი, თაღარი და ა.შ ). პროექტის ბოლოს გამართეს ღონისძიება : შემოდგომის ზეიმია “ , სადაც  მათ მუყაოს ქაღალდებისაგან და საღებავებისაგან დაამზადეს ყველა ხელსაწყოს მაკეტი; ონჯარო, არყის სახდელი ქვაბი, საწნახელი, ქვევრი,  სახლიდან მოიტანეს ღვინის სასმისები და გაითამაშეს სხვადასხვა სცენარის იმიტაცია: ყურძნის დაწურვა, არყის გამოხდა, ჩურჩხელების ამოვლება.
  ამ პროექტით მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება  საშემოდგომო ტრადიციებისა და საქმიანობების შესახებ, გაეცვნენ ყურძნის ჯიშებს, გაიგეს ყურძნის დაწურვის, არყის გამოხდის ეტაპები და  საჭირო ხელსაწყოების სახელები. ამას გარდა მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, შრომის, ტრანსფერის და შემოქმედებითობის უნარები. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ აქტივობებში.
  






 

Comments

Popular posts from this blog

ხელოვნებაა თავად უკვდავება

სოციალური პროექტი" გავაფერადოთ სამყარო"