სოციალური პროექტი" გავაფერადოთ სამყარო"
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
გავაფერადოთ სამყარო
საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-6 კლასი
პროექტის განხორციელების დრო:
1 კვირა
პროექტის მიზანი: მოსწავლეები
გაეცნობიან ნერგების დარგვის ტექნიკას, ისაუბრებენ გამწვანების მნიშვნელობაზე, სკოლის ტერიტორიაზე დარგავენ ყვავილებს და ბუჩქ
მცენარეებს. ჩაატარებენ კამპანიას „დარგე ერთი ხე“
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ყოველ დარგულ მცენარეს
ჩვენი პლანეტისათვის, დაეუფლებიან ნერგების დარგვის ტექნიკას და დარგავენ ყვავილებსა
და ბუჩქ მცენარეებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოს დაცვისა და მასზედ ზრუნვის
უნარები.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ დღესდღეობით ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ გარემოზე,.
ყოველწლიურად ათასობით ხე ნადგურდება, ზოგი ხმება, ზოგს ჭრიან და შეშად მოიხმარენ,
ზოგს კი ხანძარი ანადგურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და კამპანიაში
ჩართვა „დარგე თითო ხე“. ამით შევძლებთ მცირე წვლილი შევიტანოთ სამყაროს გადარჩენაში.
პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.
გამწვანების მნიშვნელობაზე
ინფორმაციის მოძიება
2.
გარდენიეში სტუმრობა და ნერგების დარგვის ტექნიკის დაუფლება
3.
ყვავილებისა და ბუჩქ მცენარეების დარგვა სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე
4.
პლაკატის შექმნა ლოზუნგით; „დარგე თითო ხე“
5.
ბუკლეტების შექმნა და მოსახლეობაში დარიგება
პროექტის
რესურსები: ნერგები, სამუშაო იარაღები, ხელთათმანები, ფორმატი,
მარკერები
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინე კვინიკაძე
სოციალური პროექტი „ გავაფერადოთ
სამყარო “ განვახორციელე 2019 წლის 15 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით
სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში, რომელშიც ჩართულები იყვნენ მე-6 კლასის 7 მოსწავლე,
მშობლები და პედაგოგები. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გამწვანების
მნიშვნელობაზე, ნერგების დარგვის ტექნიკის გაცნობა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
ნერგების დარგვა.
პროექტი მეტად
აქტუალურია, რადგან დღესდღეობით ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ გარემოზე, ყოველწლიურად ათასობით ხე ნადგურდება, ზოგი ხმება,
ზოგს ჭრიან და შეშად მოიხმარენ, ზოგს კი ხანძარი ანადგურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობის
ინფორმირება და კამპანიაში ჩართვა „დარგე თითო ხე“. ამით შევძლებთ მცირე წვლილი შევიტანოთ
სამყაროს გადარჩენაში.
მოსწავლეებმა
პირველ რიგში მოიძიეს ინფორმაცია თუ რა მნიშვნელობა აქვს ნერგების დარგვას ჩვენი პლანეტისათვის
და რა დადებითი გავლენა აქვს გამწვანებას გარემოსათვის. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ შორაპანში არის სანერგე მეურნეობა, რომლის ხელმძღვანელია ზურაბ წულუკიძე. აქ
გამოყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები: წიწვოვანი, ფოთლოვანი, ეგზოტიკური, ყვავილები,
ერთწლიანი სასოფლო კულტურული მცენარეები. ნერგის გამოყვანისა და დარგვის ტექნიკის გაცნობის
მიზნით, მოსწავლეები წავიყვანე ამ გარდენეაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა
მცენარეები, გაიგეს მათი მოვლის წესები და გადაწყვიტეს სკოლაშიც გაეკეთებინათ პატარა
გარდენეა. მათ სოფლის მოსახლეობაში მოიძიეს სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და გადარგეს
ქოთნებში. ამით მოსწავლეებს განუვითარდათ, შრომის, სილამაზის აღქმის, თანამშრომლობის,
ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი, სადაც
დაწერეს ნერგების დარგვის მნიშვნელობაზე. ბოლოს მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები
„დარგეთ თითო ხე“ და დაარიგეს მოსახლეობაში.
Comments
Post a Comment