ხელოვნებაა თავად უკვდავება
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
„ ხელოვნებაა თავად უკვდავება“
საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-6 კლასი
პროექტის განხორციელების დრო:
1 კვირა
პროექტის მიზანი: მოსწავლეებში
ესთეტიკური ცნობიერების ამაღლება.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ მუზეუმის,
თეატრის და სამხატვრო გალერეის მნიშვნელობას.
განუვითარდებათ სამყაროს მშვენიერების
აღქმის, წარმოსახვის და შემოქმედებითობის უნარები.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალური, რადგან დღესდღეობით მოზარდების უმეტესობა ინტერნეტთან არის მიჯაჭვული
და ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ხელოვნებისა და კულტურის ისეთი ნიმუშებით, როგორიცაა
მუზეუმი, თეატრი, კინო, ოპერა, სამხატვრო გალერეა. აუცილებელია მათი ცნობიერების ამაღლება,
რათა ინტერესი გაუჩნდეთ მათ მიმართ.
პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.
მინი ლექცია მუზეუმის
მნიშვნელობაზე.
2.
ინფორმაციის მოძიება ზესტაფონში
არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შესახებ
3.
ინფორმაციის მოძიება ზესტაფონის
რაიონში არსებული უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის შესახებ
4.
სტუმრად მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში
5.
სპექტაკლზე დასწრება
6.
სამხატვრო გალერეის დათვალიერება
7.
პრეზენტაცია და შთაბეჭდილებების
გაზიარება
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინე კვინიკაძე
სოციალური პროექტი „ ხელოვნებაა
თავად უკვდავება “ გახორციელდა 2019 წლის 1 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში. მასში ჩართულები
იყვნენ მე-6 კლასის 7 მოსწავლე. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ესთეტიკური ცნობიერების
ამაღლება.
პროექტი მეტად
აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ კინო, თეატრი, მუზეუმი და სხვა
კულტურული თუ ისტორიული ხელოვნების ნიმუშები. მათ არ იციან მუზეუმების, კინო-თეატრების
მნიშვნელობა და არსი. ამიტომ პირველ რიგში მოსწავლეებს მინი ლექცია ჩავუტარე, სადაც
ვესაუბრე მუზეუმის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. აგრეთვე ვესაუბრე კინოსა და თეატრზე. ცნობილ ქართველ მსახიობებზე.
მოსწავლეებმა თვითონ მოიძიეს ინფორმაცია ჩვენს რაიონში
არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის
შესახებ. მოსწავლეების მეტად დაინტერესების მიზნით დავგეგმეთ პატარა ექსკურსიები. ჯერ
მოვინახულეთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მოსწავლეებმა ნახეს ჩვენს რაიონში მოპოვებული
უძველესი ნივთები, გაიგეს მისი ისტორიის შესახებ. შემდეგ წავედით დრამატულ თეატრში,
სადაც მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს „კარლსონს“. სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს მსახიობების
ოთახი, ნახეს სცენის რეკვიზიტები, გაესაუბრნენ მსახიობებს, მოირგეს მათი ფორმები და
გადაიღეს სურათები. ამის შემდეგ მოსწავლეები წავიყვანე სამხატვრო გალერეაში, სადაც
მათ დაათვალიერეს სხვადასხვა ჟანრის სურათები. მოსწავლეებმა თავადაც სცადეს და შექმნეს
სხვადასხვა ჟანრის ნახატები.
პროექტის ბოლოს
მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია. მათ ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე და გადაწყვიტეს,
რომ ახლო მომავალში სკოლის დარბაზში დადგამდნენ
მინი სპექტაკლს.
ამ პროექტით
მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი ხელოვნების მიმართ. განუვითარდათ წარმოსახვის, სილამაზის აღქმის შემოქმედებითობის უნარები.
Comments
Post a Comment