პროექტი "ქართული ხუროთმოძღვრება"
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
ქართული ხუროთმოძღვრება
საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-6 კლასი
პროექტის განხორციელების
დრო: 2 კვირა
პროექტის მიზანი: მოსწავლეები
გაეცნობიან ინფორმაციას ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ, გაიგებენ მათ მნიშვნელობას
ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, დაახასიათებენ ზოგიერთ ეკლესია-მონასტრებს და მოინახულებენ მათ.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, მათი მნიშვნელობა
და ისტორია.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია
იმით, რომ მოსწავლეები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ.
ბევრ მათგანს არ აქვს ნანახი ახლომდებარე ეკლესია-მონასტრები და არ იცის მისი აგებულებისა
და ისტორიის შესახებ.
პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.
შეხვედრის ორგანიზება სკოლაში, პროექტის იდეების გაცნობა
სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.
2.
კლასის დაყოფა ჯგუფებად და ფუნქციების გადანაწილება.
3.
პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ქართული ხუროთმოძღვრების
შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი დაადგენს ახლომდებარე ტაძრების ადგილმდებას.
4.
ფილმის ყურება ქართულ ხუროთმოძღვრებაზე და მისი განხილვა.
5.
ახლომდებარე ტაძრების მონახულება და გასაუბრება მონასტრის
ბერებთან.
6.
ფოტოების გადაღება
7.
კედლის გაზეთის გამოშვება.
8.
ჩატარებულ პროექტზე პრეზენტაციის გაკეთება და მისი წარდგენა
აუდიტორიის წინაშე.
პროექტის
რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ფორმატი,
მარკერი, მარშუტი, ფინანსები ექსკურსიისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინე კვინიკაძე
რეფლექსია
სოციალური
პროექტი „ ქართული ხუროთმოძღვრება “ კვალითის
საჯარო სკოლაში განხორციელდა 2019 წლის 29 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. მასში
მონაწილეობა მიიღო სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა. პროექტის
მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ, სასულიერო ცხოვრების
გაცნობა, ახლომდებარე ეკლესია- მონასტრების ადგილმდებარეობის დადგენა და მათი მონახულება.
პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ხუროთმოძღვრება ოცდამეერთე საუკუნეში არის ის პრობლემა,
რომელზედაც მშობელმა მუდმივად უნდა იზრუნოს და შვილები სულიერი სიწმინდით გამოკვებოს.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი გაეგოთ ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ პირველ რიგში
დავავალე მოეძიებინათ ინტერნეტით ინფორმაცია, შემდეგ კი ვაყურებინე ქართული მხატვრული
ფილმი „ დიდოსტატის მარჯვენა “ და მოვახდინეთ მისი განხილვა. შემდეგ მოსწავლეებმა დაადგინეს
ახლომდებარე ეკლესია-მონასტრების ადგილმდებარეობა და პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ მათი მონახულება. ვეწვევით რამდენიმე
ტაძარს, კერძოდ, მოვინახულეთ სოფელ კვალითში
არსებული წმ. ბარბარეს ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და წმ თამარის სახელობის
ტაძარი. ასევე ექსკურსია მოვაწყვეთ შორაპნის ციხეზე. მოსწავლეები გაესაუბრნენ მამაოებს.
მოსწავლეებმა სურათები გადაუღეს არქიტექტურის ძეგლებს, შემდეგ კი გააკეთეს კედლის გაზეთი.
მოძიებული ინფორმაციით და გადაღებული ფოტომასალით
მოსწავლეებმა power
point-ში გააკეთეს პრეზენტაცია და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
მათ აგრეთვე ისაუბრეს თავიან შთაბეჭდილებების შესახებ. ამ პროექტით მოსწავლეებს აუმაღლდათ
ცნობიერება ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ, განუვითარდათ ჯგუფური
მუშაობის, დამოუკიდებლად მუშაობის და შემოქმედებითობის უნარები.







Comments
Post a Comment