ხელოვნების წრე


                                      ხელოვნების წრე

წრის ხელმძღვანელი - მასწავლებელი    მარინე კვინიკაძე

წრის დასახელება-„მე და ხელოვნება“.

მიზნობრივი ჯგუფი-კვალითის საჯარო სკოლის  VI კლასის მოსწავლეები.

წრის მიზანი-მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში, შეძლებენ ხელოვნების ელემენტების გამოყენებას თავიანთი ჩანაფიქრების, შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, განუვითარდებათ შემოქმედებითობის, ჯგუფურად მუშაობის უნარები.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

ს.გ.VI.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად. 

·         იყენებს ფერის გრადაციას, კონტრასტულ და მონათესავე ფერებს;

·         შუქჩრდილის, ათინათის და დაცემული ჩრდილის საშუალებით გამოსახავს საგანთა მოცულობას;

·         გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე;


ს.გ.VI.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის  მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
·         მიზანმიმართულად ირჩევს მასალას, ტექნიკას (ტრადიციული, არატრადიციული) და აფართოვებს   მათი გამოყენების გზებს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების შესაქმნელად (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
·         ასრულებს გრაფიკულ ნამუშევარს სხვადასხვა მასალით (ტუში, მელანი, ნახშირი და სხვ.);
·         მიზანმიმართულად ირჩევს და ავითარებს სხვადასხვა მასალის (ბუნებრივი, ხელოვნური) გამოყენების გზებს მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი კომპოზიციების  და კონსტრუქციების შესაქმნელად;
·         ქმნის დეკორატიულ და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მრავალფეროვანი მასალის და ტექნიკის (ტრადიციული, არატრადიციული) გამოყენებით;

წრის მიმოხილვა-წრის მუშაობა ხელს შეუწყობს      სახვითი  ხელოვნების  ელემენტებისა   და  პრინციპების  მიზანმიმართულად   გამოყენებას  ნამუშევარში.      სხვადასხვა  მასალისა და   ტექნიკის  მიზანმიმართულად   შერჩევასა  და   გამოყენებას   საკუთარი    ჩანაფიქრისა და   იდეის  განსახორციელებლად.

წრის ხანგრძლივობა:2019 -2020 სასწავლო წლის I სემესტრი.10    შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.





                                                      წრის სამუშაო პროგრამა





 
თვე და რიცხვი
თემა
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1
23.09
შეხვედრა წრის       წევრებთან.
სამუშაო თემატიკის გაცნობა.

       მინი ლექცია        

სამუშაო ფორმატის გაცნობა.
კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.

ფორმატი, მარკერი,

2
30.09
 დეკორატიული  საყვავილე
  მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ხელოვნების ნამუშევრებში   არატრადიციული მასალების  შემოქმედებითად  გამოყენების  უნარი
ჯგუფური  მუშაობ
 ქილა, სხვადასხვა  ფერის   ღილები,  წებო, გუაშები
3
07.10
თიხაზე  მუშაობა  სუვენირების  დამზადება
მოსწავლემ  უდა შეძლოს,    თიხის  საშუალებით,    სუვენირის დამზადება  თავის   ფანტაზიით.
წყვილებში  მუშაობა
  თიხა,  წყალი,
4
21.10
ფერები
 მოსწავლეებმა  პალიტრაზე  შეძლონ  საღებავების გამოყენებით  სხვადასხვა  ფერის  მიღება.
ჯგუფური  მუშაობა
პალიტრა,  გუაშები
5
28.10
პროფილი
მოსწავლეებმა  შეძლონ  პროფილში  ადამიანია  რელიეფური   პორტრეტის  ძერწვა
წყვილებში  მუშაობა
  მუყაოს  ნაჭერი,  ორი ფერის  პლასტელინი,   ხის  ჩარჩო
6
04.11
ესკიზი და ჩანახატი
მოსწავლეებმა შეძლონ  შტრიხებით შუქ-ჩრდილისა და  მოცულობის  გადმოცემა
ჯგუფური   მუშაობა
  სახატავი  ფურცლები,  უბრალო  რბილი   ფანქრები
7
11.11
ფოთლებით  თოჯინის  შექმნა
ბუნებრივი  მასალებით   თოჯინის  აწყობის  უნარის  განვითარება
  ჯგუფური   მუშაობა
  გამომშრალი  ფოთლები,  ფლომასტერები
8
18.11
 ქვების  მოხატვა
  მოსწავლეს გამოუმუშავდეს  ქვაზე ხატვის  უნარი
  ჯგუფური მუშაობა
ბრტყელი  ქვები,  სხვა  და   სხა  ფერის საღებავები
9
25.11
მუზეუმში
  მუზეუმის  რაობის და  მნიშვნელობის  გაცნობა

მუზეუმში  ქცევის წესების  აღმნიშვნელი   ნიმუშები.














































ჩატარებული გაკვეთილები



23.09.  პირველ გაკვეთილზე შევხვდი ჯგუფის წევრებს და ვესაუბრე ხელოვნებაზე, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და გაკვეთილების ჩატარების განრიგი.



30.09. მინისა და პლასმასის ქილები დღეს ყველგან გვხვდება. მათ ჩვენ მივეცით ახალი სიცოცხლე, გავაფორმეთ სხვადასხვა მასალით და გამოვიდა მშვენიერი "საყვავილე", საღილე", "საფანქრე", რომლებსაც ჩვენი ოთახის გასაფორმებლად გამოვიყენებთ.


07.10. თიხაზე მუშაობა იგივე მეთუნეობა ჩვენს რაიონში უძველესი დროიდანაა განვითარებული, რადგან თიხა მიწა ადვილად მოსაპოვებელია. მოსწავლეებმა თიხის გამოყენებით დაამზადეს ლამაზი სუვენირები. ზოგმა ცხოველები გამოძერწა, ზოგმა საქართველოს გერბი, ზოგმა ღვინის სასმისები.


21.10. მოსწავლეებმა აიღეს პალიტრა და საღებავების შერევით ძირითადი ფერებისაგან სხვადასხვა ფერები მიიღეს. ისაუბრეს ცივ და თბილ ფერებზე, შემდეგ კი შეასრულეს ნახატები ჯერ ძირითადი ფერების გამოყენებით, ხოლო შემდეგ შედგენილი ფერებით.


28.10. კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენე ჩვენს რაიონში ცნობილი რელიეფური პროფილი. განვიხილეთ რა არის პროფილი, რა არის რელიეფური ქანდაკება. მოსწავლეებმა ჯერ დახატეს პროფილი, შემდეგ კი პლასტელინისაგან გამოძერწეს პროფილში ადამიანის რელიეფური პორტრეტი. ბოლოს პორტრეტებს გაუკეთეს ხის ჩარჩოები.


04.11. გაკვეთილზე განვიხილეთ სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ესკიზები. მოსწავლეებმა შუქჩრდილებისა და შტრიხების გამოყენებით შექმნეს ესკიზები.








11.11. ბავშვებმა მოიტანეს გამომშრალი ფოთლები სხვადასხვა ზომისა და ფერის და მისგან შექმნეს თოჯინების კომპოზიციები. ზოგმა მოსწავლემ საღებავებით შეღება  თოჯინები.

18.11. გავიხსენეთ რას ნიშნავს სიტყვა დეკორაცია, რა დროიდან იცოდა ხალხმა ქვაზე მუშაობა. მოსწავლეებმა ჯერ ფურცლებზე დახატეს საღებავებით სხვადასხვა დეკორაციები, ხოლო შემდეგ ბრტყელ ქვებზე გადაიტანეს, რომლებიც წინასწარ შეაგროვეს და მოიტანეს.

25.11. მოსწავლეებს ვესაუბრე მუზეუმის დანიშნულებასა და მის მნიშვნელობაზე, ავუხსენი მუზეუმში ყოფნისას  რა ქცევის წესები უნდა დაიცვან. მეორე დღეს კი ვესტუმრეთ ერთ ერთ მუზეუმს.




 


                                                                         წრის  რეფლექსია

     მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესების  მიზნით შევქმენი ხელოვნების წრე " მე და ხელოვანება", რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივება, ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა ელემენტების გამოყენებით თავიანთი შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარების განვითარება. ხელოვნების წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია გავაცანი მოსწავლეებს და მშობლებს. ყველას მოეწონა წრის შექმნის იდეა. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა, დავსახე მიზნები და თემები, რომლებიც სრულყოფილად არის წარმოდგენილი საწრეო მუშაობის პროგრამაში.   
     საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, კვირაში ერთხელ. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა იყო ერთი აკადემიური საათი. ხელოვნების წრის მუშაობაში ჩართულები იყვნენ V  და VI კლასის მოსწავლეები.    საწრეო  შეხვედრები მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილ პორტრეტებს, ესკიზებს, ჩანახატებს და თვითონაც შექმნეს ისინი. მოსწავლეებს ცოტა გაუჭირდათ თიხაზე მუშაობა, თუმცა მაინც კარგი ნამუშევრები გამოუვიდათ, დაამზადეს სხვადასხვა სუვენირები, დეკორატიული ქვები, პლასმასის ბოთლებისაგან გააკეთეს ლამაზი დეკორატიული ნივთები. ყველა მოსწავლე ხალისით იყო ჩართული დაგეგმილ აქტივობებში. ბოლოს ვესტუმრეთ მუზეუმს, საიდანაც მოსწავლეები კმაყოფილები დაბრუნდნენ. 
   საწრეო მუშაობის მიზანს მივაღწიე. განხორციელებული აქტივობები იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო, მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული. 
ხელოვნების წრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეებს განუვითარდათ ფანტაზიის, შემოქმედებითობის, ტრანსფერის უნარ-ჩვევები

   


Comments

Popular posts from this blog

პროექტი "შემოდგომა საქართველოში"

ხელოვნებაა თავად უკვდავება